გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული თავდაცვის აკადემიას „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრები ესტუმრნენ

30-03-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს უმასპინძლეს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუნკერებთან ერთად ისადილეს.


საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031