გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ქარუმიძე: ჰააგაში იმართება კონფერენცია „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ - როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი?

2-04-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილის ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე, სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ დასწრებას აფასებს.


ქარუმიძის თქმით, ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებულ ადეიშვილთან ერთად, სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება და ეს ფაქტი სირცხვილია.


„დღეს ჰააგაში არის კონფერენცია „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი.” - წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ X (Twitter)-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930