2-04-2024
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა წაშალა პოსტი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა ჩანს. სოციალურ ქსელ X-ზე კოსტინმა ახალი პოსტი დადო, რომლის ერთ-ერთი ფოტოდან ადეიშვილი ჩამოჭრილია.
საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, კონფერენციას “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის" დაესწრო.
როგორც ანდრეი კოსტინის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უკრაინის მხარემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრს უკრაინის მიმართ ნაჩვენები უდიდესი მხარდაჭერისთვის სამართლიანობის სწრაფვისკენ. აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან ქარუმიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: "როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი."
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |