გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

24-09-2018

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე  „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა.


შემთხვევის შედეგად ექიმმა და ექთანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


გამოძიება დაიწყო შემდეგი მუხლით: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930