გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა ბურჭულაძე "გამჭვირვალობის კანონზე": ყველაფერი რუსულია თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!

5-04-2024

ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.


პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია დეკლარაცია ყველამ შეავსოს.


"ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!


ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. არასამთავრობოები არიან ყველა გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით." - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31