გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ჩვენი პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-სა და საქართველოს მე-4 დეპარტამენტისა და მოსკოვის მერიის ხაზით შემოსული ფინანსების მიზნობრიობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე

5-04-2024

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ სოცქსელში საგანგებო ბანერის გავრცელებას, სადაც წერია - "რატომ არის ეს კანონი რუსული" და ჩამოთვლილია თითქოსდა ის არგუმენტები, რატომ არის "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი რუსული.


დავით ქართველიშვილი ამ ბანერის სახეცვლილ ვარიანტს ავრცელებს, რომელშიც დასაბუთებულია, რატომ არ არის ეს კანონი რუსული.


"ჩვენი პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-სა და საქართველოს მე-4 დეპარტამენტისა და მოსკოვის მერიის ხაზით შემოსული ფინანსების მიზნობრიობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება გვარამია-გიგაური-ლომჯარიას კლანი და მათი სექტანტები..." - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728