გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტის საპარლამენტო მდივანი თამარ გუგულაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: რასაც ვხედავ, ჯერჯერობით მოწოდებები არის, რომ ევროკომისიამ გაიწვიოს ჩვენი სტატუსი

5-04-2024

ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მდივანი თამარ გუგულაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე „ფორმულას“ ეთერში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისმის მოწოდებები, რომ ევროკომისიამ გაიწვიოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.


თამარ გუგულაშვილი აღნიშნავს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გახსნა გამორიცხულია.


„გარდა ამ კანონისა, გენდერული კვოტების გაუქმება და სასამართლო საკითხთან დაკავშირებით უკან გადადგმული ნაბიჯები აუცილებლად იქნებოდა შეფასებული უკან გადადგმულ ნაბიჯებად, მაგრამ ეს არის ყველაზე უმთავრესი უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც გააკეთეს. ამ ცხრა პუნქტიდან ეს არის ორი პუნქტის აშკარა დარღვევა. მეორე არის დეზინფორმაციის შესახებ ევროკავშირის მოწოდება, რომ ებრძოლონ დეზინფორმაციას, საქართველოში პირიქით, დეზინფორმაციის წინ წაწევა ხდება. ამით უკვე ორი პუნქტი ირღვევა. წინა თორმეტი პუნქტიდან ჩათვლილი გენდერული თანასწორობაც დაარღვიეს. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მოწოდებები, მე რასაც ვხედავ, არის, რომ ევროკომისიამ გაიწვიოს ჩვენი სტატუსი“-განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031