გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია - ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას

5-04-2024

რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის კომენტირებისას.


მისი თქმით, დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას.


„რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას. შესაბამისად, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, თუ 2024-ის არჩევნები მათთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031