გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: „ენჯეოები" შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ

6-04-2024

„იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ პოლიტიკაში გარე ძალების მიერ გადმორიცხული გაუმჭვირვალე ფინანსები ტრიალებს, დღის წესრიგში დგება საკითხი, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები", - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მიხეილ ყაველაშვილის თქმით, „ენჯეო" სექტორი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.


„გასაგებია, რომ „ენჯეო" სექტორის ნაწილი დადებით პროცესებშიც მონაწილეობს, მაგრამ ის, რომ ამ საკითხით სპეკულირებენ, მიუღებელია. „ენჯეოები" შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ. ეს კი სიცრუე და დეზინფორმაციაა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728