გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ ალტერნატიულ კანონპროექტზე: გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში

8-04-2024

„გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფაქტია, მაშველ რგოლი ჰყავთ გახარია შავი ფულისთვის ბრძოლაში.

 

„გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში და დააანიცირებინეს ამათ პროექტი. თან აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი რეალურად არ არის საკმარისი, რაც დღეს გვაქვს და თან უნდათ, ამ მსუბუქი რეგულაციით გახარია გადააფარონ შავი ფულისთვის ბრძოლას და მაშველ რგოლი ჰყავთ ახლა გახარია შავი ფულისთვის ბრძოლაში. ეს არის ფაქტი“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031