გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: 9 აპრილს, ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს

9-04-2024

„9 აპრილი ძალიან მძიმედ გასახსენებელი თარიღია. ამ ამბის სიმძიმე მუდამ გვემახსოვრება, მაგრამ, ასევე, მუდამ გვემახსოვრება ის სიამაყე, რაც მოგვიტანა იმან, რომ ქართველმა ერმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა - რაიმე ფორმით ვინმესა და რამეზე დამოკიდებულებას.


„მაშინ, 9 აპრილს, ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს. დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა - რაიმე ფორმით დამოკიდებულებას, ეს იქნება უფროს-უმცროსი ძმის ურთიერთობა თუ, მით უმეტეს, ყველაზე მძიმე - ფულად რესურსზე დამოკიდებულება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728