გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოსა და ჩინეთს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ"

10-04-2024

2024 წლის 10 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ."


dოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება -გაღრმავების თვალსაზრისით. ილია დარჩიაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმება ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სფეროში არსებული შესაძლებლობების სრულ გამოყენებას.აღსანიშნავია, რომ ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი გამოხატულებაა და ურთიერთთანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს.ძალაში შესვლის შემდეგ შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ერთჯერადად 30 დღე. 


ხელშეკრულება ძალაში შევა ორი სახელმწიფოს მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031