გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება

11-04-2024

„ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში“, - აღნიშნულის შესახებ მედიასთან ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია.


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში.


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031