გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოები“ არიან ის Facebook-ჟანდარმები, რომელთა დამახინჯებული წერილებით, Facebook ბლოკავს ნაცსექტისთვის მიუღებელ აზრს

12-04-2024

იცნობდეთ, ამათი „ნაცენჯეოები“ არიან ის Facebook-ჟანდარმები, რომელთა დამახინჯებული წერილებით, Facebook ანუ Meta ბლოკავს ნაცსექტისთვის მიუღებელ აზრს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

აბაშიძე აზიარებს “იმედის” სიუჟეტს, სადაც საუბარია გამჭვირვალობის შესახებ გავრცელებული საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის უკან მდგომ პირებზე და ორგანიზაციებზე.

 

“იცნობდეთ, ამათი 'ნაცენჯეოები' არიან ის Facebook-ჟანდარმები, რომელთა დამახინჯებული წერილებით, Facebook ანუ Meta ბლოკავს ნაცსექტისთვის მიუღებელ აზრს . ვინ დგას სოციალურ ქსელში გამჭვირვალობის შესახებ გავრცელებული საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის უკან?

 

კომპანია „მეტა” ოფიციალურ წერილს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის უკან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „ფაქტ-ჩეკი” და „მითების დეტექტორი” დგანან. სამივე ორგანიზაციას კი სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ. ესენი არიან: სერგი კაპანაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინა ბუჯალიანი, თამარ კინწურაშვილი, ელენე ხოშტარია, შოთა უტიაშვილი და პაატა გაფრინდაშვილი. მესამე სექტორის ნაწილი „ქრონიკის“ კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031