გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა და საქართველოს საზოგადოებას დაარტყა - ზუსტად იმ გამჭვირვალობას და სუვერენიტეტს, რომელსაც ჩვენ უცხოეთის ნებისმიერი მოწინააღმდეგისგან ვიცავთ

15-04-2024

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა. კერძოდ, ის დაპირისპირება, რა დროსაც ოპოზიციონერმა ალექსანდრე ელისაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს.

 

„პარლამენტში ჩხუბი სამწუხაროდ, გვინახავს, მაგრამ ასე უკნიდან მიპარვა, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არის მთელი ოპოზიციის ხელი გარტყმული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რომელსაც ქვეყანაში გამჭვირვალობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის.

 

როდესაც შენ გეუბნებიან, რომ კანონი უნდა მიიღო იმის მიხედვით კი არა, თუ რა სჭირდება ქვეყანას, არამედ იმის მიხედვით, რას გეტყვის მაგალითად, რომელიმე გაერთიანების წარმომადგენელი ან სხვა ქვეყნის ელჩი საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება შესუსტებული, თუ საერთოდ გაუქმებული არა. ამას ხომ პირდაპირ ამბობენ და არც მალავენ და გამოდის, რომ სუვერენული უფლებები ჩვენ საერთოდ არ გვაქვს.

 

ეს მოცემულობაა დღეს და აქედან გამომდინარეობს, რომ ალეკო ელისაშვილის ხელი დღეს მხოლოდ მდინარაძეს არ მოხვდა. დღეს მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა და საქართველოს საზოგადოებას დაარტყა - ზუსტად იმ გამჭვირვალობას და სუვერენიტეტს, რომელსაც ჩვენ უცხოეთის ნებისმიერი მოწინააღმდეგისგან ვიცავთ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031