გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში

18-04-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ადამიანები, ვინც ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ეროვნული ინტერესების დათმობას ითხოვენ, სწორედ ისინი ახდენენ დასავლური კურსის დისკრედიტაციას.


"საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში" - წერს გია ვოლსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728