გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GFCM-მა საქართველოს საჩუქრად ორი ერთეული ტრასნპონდერი გადმოსცა

27-09-2018

შავ ზღვაზე თევზჭერის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პარამეტრების ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურმა კომისიამ, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთახმებისწერილის (LOA) ფარგლებში, სართველოს ორი ერთეული ელექტრონული სიგნალების გადამცემი ხელსაწყო ე.წ. "ტრანსპონდერი"უსასყიდლოდ გადასცა.


მოსამზადებელი შეხვედრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გაიმართა, სადაც GFCM-ის წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ინსპექტორებს, გემებზე დასამონტაჟებელი მოწყობლობების ტექნიკური პარამეტრები გააცნეს და საქართველოში არსებულ ელექტრონულიმონიტორინგის სიტემასთან, ამ მოწყობილობების თავსებადობის საკითხები განიხილეს.ე.წ. "ტრანსპონდერები” ორ გემზე დამონტაჟდა და ტესტურ რეჟიმში გაეშვა.


შავ ზღვაზე თევჭერის კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებს გემებზე ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან დაევალათ. ამ სისტემის მეშვეობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შავ ზღვაში თევზჭერის კოტროლს ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031