18-04-2024
„მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიების: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“„დროა“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“ ერთობლივ განცხადებას.
როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს, ეს პარტიები ტყუილებით ვერაფერს მიაღწევენ.
„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება - მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით. თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის ისინი „სრულ კოორდინაციას და მობილიზაციას“ აცხადებენ.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |