19-04-2024
„არა - 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა - 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის "გამპრავებლებს!“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველოს ადგილი, ღირსებით, ღირსეულ ევროპაშია.
„არა - რუსეთისთვის 2004 წელს ცხინვალის „ჯართად" ჩამბარებლებს! არა - 2006 წელს რუსეთისთვის კოდორის ხეობის ჩაბარების მომზადების განმახორციელებლებს! არა - 2007 წელს, ახალგორის რაიონის სეპარატისტულ საზღვრებში მომქცევ „კარტოგრაფებს"! არა - 2008 წელს საქართველოს გამთლიანების შტაინმაიერის გეგმის ჩამშლელებს! არა - 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა - 2008 წელს რუსი გენერლების ქართველ მძღოლ-გუბერნატორებს! არა - 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის "გამპრავებლებს!" არა - 2009 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შემყვანებს! არა - 2009-2012 წ.წ. რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მჩუქებლებს! არა - 2014 წელს EU-სთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა - 2014 წელს EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა - 2015 წელს EU-სთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა - 2022-2023 წ.წ. EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეებს! არა - 2024 წელს EU-ში გაწევრიანების რეზოლუციის ინიცირების მოწინააღმდეგეებს! არა - გაუნათლებელ და უწიგნურ, აზროვნება დაბინდებულ ქართველებს! არა - მონობას, აგენტობას, ლაქიაობას! კი - თავისუფალ ქართველ ადამიანს ევროპაში! ჩვენი ადგილი - ღირსებით ღირსეულ ევროპაშია!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||