გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა

22-04-2024

იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი).


„2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით ზრდა +46.1%; გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან +27%.


საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“ –აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31