გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

28-09-2018

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, სამი მგზავრი კი დაშავდა. გარდაცვლილია ორ წლამდე ბავშვი. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი დათვალიერებით დაშავებულებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

თვითმხილველების თქმით, ისინი ტაქსით გადაადგილდებოდნენ, მძღოლი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, მძღოლი კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.


ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31