გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი

27-04-2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ბათუმობასთან დაკავშირებით მისალოც ტექსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბათუმს არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს.

 

"ჩვენი ქალაქის დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი. 

 

ბათუმის საერთაშორისო ცნობადობა და პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ქალაქი მრავალმხრივ საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ბათუმის უნიკალობა ბათუმელებშია.

 

ბათუმში ხორციელდება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენმა ქალაქმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტურიზმის, სპორტის, კულტურის, საინვესტიციო მიმართულებით და არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს" - წერს თორნიკე რიჟვაძე.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031