გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: „პროფესორმა“ ბერძენიშვილმა საქართველოს „ძველი ფორმაციის" ლიდერების და-ჰა-ჰა-ვების სალექციო კურსი დაასრულა, რისთვისაც თელავის საპირფარეშოს მისი სახელი მიანიჭეს

12-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილის მიერ მამუკა მდინარაძის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„პროფესორმა" ბერძენიშვილმა საქართველოს "ძველი ფორმაციის" ლიდერების და-ჰა-ჰა-ვების სალექციო კურსი დაასრულა, რისთვისაც თელავის საპირფარეშოს მისი სახელი მიანიჭეს და თუნდაც ამით შეიყვანეს ქვეყნის ისტორიაში. ამჟამად მან „ახალი ფორმაციის" ლიდერების გაშარჟების კურსი დაიწყო და მამუკა მდინარაძეს გვარ-სახელი დაუწუნა. მას უფრო „ნაკადულაძე" მოუხდებოდაო, ვინაიდან ჩვენს „ასი ათასის" მარშში არაპროპორციულად შემცირებული რაოდენობა დაინახაო. თავისი ეს მოსაზრება „პროფესორმა" „დიმინუტივის" პრინციპით ახსნა.


მე კი თვით „პროფესორს" სულ სხვა - აუგმენტატივის პრინციპს მივუსადაგებდი და მხოლოდ წუხილს გამოვთქვამდი, რომ ის არ მოღვაწეობდა დიდი მიქელანჯელოს ეპოქაში, რა დროსაც ახალგაზრდა „პროფესორის", როგორც სანიმუშო მოდელის მომხიბვლელობა, არ გამოეპარებოდა მოქანდაკის ყურადღებას და დღეს ჩვენ სულ სხვა „დავითის" ხიბლში ვიქნებოდით გახვეული“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728