გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იონათამიშვილი ზურაბიშვილზე: შენიშვნებს არ დავწერ ვეტოს მოტივაციაში და კანონი არჩევნების მერე აამოქმედეთო, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია

12-05-2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კომენტარიც კი ზედმეტია ვეტოს მოტივაციაში შენიშვნების დაწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარზე.


დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მხოლოდ პოლიციას მოუწოდა, არ იძალადონ, ხოლო აქციის მონაწილეებს კი არა, რაც მისი შეფასებით, მთავარი მავნებლობაა.


„ერთი მთავარი მავნებლობა არ გამოგვრჩეს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან: პოლიციას მოუწოდა, არ იძალადოთო და აქციის მონაწილეებს - არა! გამოდის უთხრა, თქვენ იძალადეთო, აქაც გაიშიფრა! შენიშვნებს არ დავწერ ვეტოს მოტივაციაში და კანონი არჩევნების მერე აამოქმედეთო, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია“ - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728