გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა

1-10-2018

თელავი-ნაფარეულის საავტომობილო გზაზე BMW-ს მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

60 წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

55 წლამდე ქალის ამოყვანა კი მეხანძრე მაშველებმა სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით მოახერხეს.

 

ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.


pia.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930