გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ქვეყანაში არც რუსეთუმეობის პრობლემაა და არც ანტიდასავლურობის

13-05-2024

„სტუდენტების დიდი ნაწილი შეცდომაში არის შეყვანილი, რადგან მათ წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ და დაარწმუნეს, რომ თითქოს ქვეყნის კურსის ცვლილების ხიფათი დგას,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.


მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა შავი ფულია, მისი მომწოდებლები და მიმღებნი, რომლებიც დესტრუქციით არიან დაკავებული.


„სტუდენტების დიდი ნაწილი შეცდომაში არის შეყვანილი, რადგან მათ წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ და დაარწმუნეს, რომ თითქოს ქვეყნის კურსის ცვლილების ხიფათი დგას. მსგავსი არაფერი ხდება და არც შეიძლება მოხდეს. უფრო მეტიც, დღეს ქვეყანაში არც რუსეთუმეობის პრობლემაა და არც ანტიდასავლურობის. დღეს ქვეყანაში დგას შავი ფულის პრობლემა. აჟიოტაჟს ქმნიან ამ ფულის მომწოდებლები, შავი ფულის მიმღებნი კი დესტრუქციით არიან დაკავებული,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930