გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერი სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

14-05-2024

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ.

 

მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 8 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოს აფინანსებს.

 

პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ახორციელებს.

2024 წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული.

 

პროგრამის მიზანია მერიის დაფინანსებითა და მოქალაქეთა ჩართულობით, ხელი შეეწყოს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930