გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლაცაბიძე: გამჭვირვალობა არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად

14-05-2024

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი განცხადებით, გამჭვირვალობა არც ერთ კონტექსტში არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად და საქართველო სწორედ უნიკალური კულტურით და ღირსებით უნდა დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში.


„როცა ევროპულ გზაზე და მომავალზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არა მარტო უახლოესი წარსულით, არამედ თავისი უძველესი ისტორიით არის ევროპის ნაწილი და ყოველთვის ასე იქნება. გამჭვირვალობა არცერთ კონტექსტში არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად.


ჩვენი უნიკალური კულტურით, დემოკრატიული ღირებულებებით, ღირსებით უნდა დავუბრუნდეთ იმ ევროპულ ოჯახს, რომლის წევრობაც, ჩვენ ისტორიულად გვაქვს დამტკიცებული. გამძლეობა და სიმტკიცე ჩვენს გუნდს,“ - წერს ნინო ლაცაბიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031