გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო

18-05-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა.


საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ოჯახურ ღირებულებებზე, საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, ასევე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის მტკიცე ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ქაშვეთის ტაძართან მეუფე შიომ პარაკლისი აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ, სამღვდელოებამ და მრევლმა საზეიმო მსვლელობით სამების ტაძრისკენ გადაინაცვლა. თავდაცვის მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისსაც დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930