გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ მაისურაძე შოთა ბეგლარაშვილთან ერთად, კასპში სკვერის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

23-05-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ქალაქ კასპში ლესელიძის ქუჩაზე დასასვენებელი სკვერის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა: დეკორატიული სავალი ბილიკები, გარეგანათება, გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორები, საბავშვო გასართობი სივრცე და გამწვანდება სკვერის ტერიტორია.


სკვერის მშენებლობა ლესელიძის ქუჩის მცხოვრებთა მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობს.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „ჯითი“ ახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930