გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით კაჭარავა: შანტაჟის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

24-05-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი დავით კაჭარავა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებას პასუხობს.


დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები პირდაპირ მეტყველებს საქართველოს მიმართ მათ ვასალურ დამოკიდებულებაზე.


„რაც მისაღებია ევროკავშირისთვის და ევროპელებისთვის, მიუღებელი ყოფილა ქართველებისთვის. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიმართ აქვთ ვასალური დამოკიდებულება. არ ვაპირებთ ამ ურთიერთობაში, ასეთი ფორმით ყოფნას. ჩვენ გვინდა ყველასთან თანამშრომლობა, ინტერესების გათვალისწინება. შანტაჟის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ,“ - ამბობს კაჭარავა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930