გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა კვიჟინაძე: საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუ ამისთვის ვინმე დამასანქცირებს, ეს იქნება ჩემთვის საამაყო

24-05-2024

ამერიკას აქვს თავისი ინტერესი, მას ჰყავს დიდი მტრები ჩინეთისა და რუსეთის სახით და მისთვის მთავარი ინტერესია ახლა, მის გარშემო შექმნას ცეცხლის რკალი, ჩვენ ვართ მე-17 ხარისხოვანი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.


კვიჟინაძის თქმით, თუ საქართველოსთვის მას ვინმე სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება საამაყო, ვინაიდან, სამშობლო უპირველესია.


„საქართველოსთვის თუ ვინმე დამასანქცირებს, საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ეს იქნება ჩემთვის საამაყო. ამერიკას აქვს კანონი და ჩვენ გვეუბნება, თუ იგივე კანონს მიიღებ, დაგასანქცირებო, [ჩვენი კანონი] უფრო სუსტია. მე მომზადება არ მჭირდება და არც არავის ვეკითხები, მე მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან, ნაბრძოლი ვარ; ნუ ისწავლიან ამერიკაში [ჩემი შვილები], სამშობლო უპირველეს ყოვლისა, ეგ თქვენ ხართ დაფეთებულები, ფულებს თუ არ მოგცემენ „ენჯეოებიდან“ გამომდინარე, მე არ მაინტერესებს, ასე გავიზარდე და ჩემს შვილებსაც ასე გავზრდი“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930