გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მადრიდის სიბელესის მოედანი ქართული დროშის ფერებში განათდა

26-05-2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მადრიდის სიბელესის მოედანი ქართული დროშის ფერებში განათდა.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031