გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი „ტაბულას“ ბანერზე: ორი ათეისტი უფლის ენით გვესაუბრება, ამაზე მეტი ფარისევლობა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ გვინახავს, თუ ღმერთს ახსენებთ, მეორედ მოსვლაც გაიხსენეთ, 26 ოქტომბერი თქვენთვის პოლიტიკურად მეორედ მოსვლა იქნება

28-05-2024

მე მეგონა, თვალი მატყუებდა, მერე „ფეიკი“ მეგონა, მაგრამ არა! ნამდვილია! ღმერთო ჩემო, ორი ათეისტი ფსალმუნი I - კანონი I-ით უფლის ენით, საღვთო შინაარსით გვესაუბრება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, „ტაბულას“ მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე, რომელზეც ფსალმუნიდან ციტატა წერია: „რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს“.


მეგრელიშვილის შეფასებით, ასეთი ფარისებლობა „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ კი არ უნახავს.


„მე მეგონა, თვალი მატყუებდა, მერე „ფეიკი“ მეგონა, მაგრამ არა! ნამდვილია! ღმერთო ჩემო, ორი ათეისტი ფსალმუნი I - კანონი I-ით უფლის ენით, საღვთო შინაარსით გვესაუბრება. ამაზე მეტი ფარისევლობა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ გვინახავს. უფალს და რელიგიას, როგორც საზოგადოების აზრის ფორმირების საშუალებას, უმიზნოდ იყენებთ, ხალხი ამ შინაარსში არ შემოგყვებათ. და მაინც, თუ ღმერთს ახსენებთ, მეორედ მოსვლაც გაიხსენეთ, 26 ოქტომბერი თქვენთვის და დესტრუქციულთათვის პოლიტიკურად მეორედ მოსვლა იქნება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728