გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს დელეგაციამ აშშ-ში შეხვედრები გამართა

28-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.


ვიზიტი, რომლის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა გლობალური პროგრამების მმართველი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ შეინ დენიელსონთან და საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილებების ხელმძღვანელებთან, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიწვევით დაიგეგმა.


„შეხვედრებზე ვიმსჯელეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების საკითხებზე; ასევე, გავეცანით აშშ-ის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებულ რისკებს და მათი შემცირების მეთოდოლოგიას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.


ქართული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირების სამსახურში, სადაც რისკის შემცველი სურსათის იმპორტის კონტროლის სპეციფიკას გაეცნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031