გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ილტოზე წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა

29-05-2024

პარლამენტში გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, მინისტრმა ოთარ შამუგიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კახეთში, მდ. ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის საკითხზე.


„წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას.


ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად. კვლევა უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. შედეგებიდან გამომდინარე დაიგეგმება შემდეგი ღონისძიებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31