გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: საქართველოში „საუკუნის პროექტი“ - ჩინური კონსორციუმის მიერ, ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება - ევროკავშირის რიგი ქვეყანა თავის უარყოფით გაოცებას ვერ მალავს

30-05-2024

„ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შვეიცარიის ბანკი აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების დატყვევებას - გაგრძელება აუცილებლად იქნება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, იმის ფონზე, რომ ჩინეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს უუქმებს, აშშ საქართველოს სანქციებით ემუქრება.


„ამერიკა იმედგაცრუებულია. ჩინეთმა ევროკავშირისთვის განკუთვნილი ტვირთებით, პირველი ავტოტრანსპორტი გამოუშვა საქართველოს გავლით. ამერიკა აღშფოთებულად შეშფოთდა. საქართველოში "აღმოსავლეთ-დასავლეთის" დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნა.


ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენს დემოკრატიულ უკუსვლას ხაზი გაუსვა. საქართველოში "საუკუნის პროექტი" - ჩინური კონსორციუმის მიერ, ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება. ევროკავშირის რიგი ქვეყანა თავის უარყოფით გაოცებას ვერ მალავს. მსოფლიო ბანკმა, ევროკავშირისთვის განკუთვნილი და საქართველოზე გამავალი ინტერნეტ და ელექტროკაბელის გასაჭიმად 35 მილიონი გამოყო.


ამერიკა სანქციებით გვემუქრება. ჩინეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შვეიცარიის ბანკი აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების დატყვევებას. საქართველოს ბაზარზე სოციალურად ორიენტირებული ჩინური საბანკო სისტემა შემოდის...გაგრძელება აუცილებლად იქნება!", - დაწერა ქართველიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930