გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე მამუკა მდინარაძის Facebook-პოსტზე: „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტები დავალების გამო საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს მასალას

1-06-2024

სამწუხაროდ, მომიწია ნოდარ მელაძის ე.წ. ტელეშოუს ანონსის ნახვა მამუკა მდინარაძის ოჯახზე. მამუკა მდინარაძე ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია "ტვ პირველის" ჟურნალისტების მიერ ყალბი ამბების მიზანმიმართულად გავრცელების მცდელობაზე, რათა ფსიქოლოგიურად იძალადონ მდინარაძის მშობლებსა და ძმაზე.


როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტები, დავალების გამო, საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს მასალას. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტების მეგობრებიც იმავე "ღირებულების" მატარებლები არიან.


„სამწუხაროდ, მომიწია ნოდარ მელაძის ე.წ. ტელეშოუს ანონსის ნახვა მამუკა მდინარაძის ოჯახზე. მამუკა მდინარაძე ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, მე კი ნაცპროპაგანდისტებს ვუწოდებ მანქურთებს, რომლებიც ანგარებიანი დავალების გამო საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს ტელეპასკვილებს" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031