11-06-2024
„უფალმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი! ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება სხვა უდიდეს საგანძურთა სიას“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენას.
„ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო. „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ის მას ეროვნულ მუზეუმს გადასცემს! ეს საგანძური ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე. უფალმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს ქველმოქმედზე მეტი ადამიანი! ეს უნიკალური ხელნაწერი დიდი მადლის მატარებელია და მიეთვლება სხვა უდიდეს საგანძურთა სიას“, - წერს მეგრელიშვილი.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||