გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

4-10-2018


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის პირველ კომენტარს და ფოტოს ავრცელებს.


„კარგად მექცევიან ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვუჩივი, მაგრამ სახლში მინდა“- ამბობს მაია ოთინაშვილი.


საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებული მაია ოთინაშვილი ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მოინახულეს და დარწმუნდნენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული სამი შვილის დედა წუხელ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930