გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

16-06-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.


საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 


ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება.

 
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031