გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს" უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება

17-06-2024

ეს არის „ლელოს" უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, "ლელო" „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯაფარიძემ ამით თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას.


„ეს საოცარი განცხადება იყო, წინასწარ არ გავერთიანდებით იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ ხმა არ მოგვცესო, მაგრამ არჩევნების მერე გავერთიანდებითო. თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, მანამდე არ უნდა აჩვენონ ერთობა და მერე გაერთიანდნენ. ამომრჩეველს ასე როგორ მოვატყუებ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031