20-06-2024
დღეიდან, ლიბერთის „ტოპ|ქარდის“ მომხმარებლებისთვის „ელიტ ელექტრონიქსის“ ტექნიკის მაღაზიათა ქსელში აქცია დაიწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, „ტოპ|ქარდით“ „ელიტ ელექტრონიქსში“ ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შეძენისას, შესაძლებელი იქნება გადახდილი თანხის 12 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%) გადანაწილება - შეძენილი ნივთის საფასურს არ დაემატება გადასახადი.
12 თვეზე უპროცენტო გადანაწილების შეთავაზება ვრცელდება როგორც „ელიტ ელექტრონიქსის“ ფილიალებში, ასევე „ტოპ|ქარდით“ ონლაინ შეძენისას www.ee.ge-ზე.
აქციით სარგებლობა შეუძლია როგორც „ტოპ|ქარდის“ არსებულ მომხმარებელს, ასევე მათ, ვინც აქციის პერიოდში აიღებს ბარათს - მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ „ტოპ|ქარდით“, მისი აღება შეუძლიათ როგორც ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ასევე „ელიტ ელექტრონიქსში“ - ლიბერთის განვადების მენეჯერებთან. ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურადაც, ახალი ვებგვერდის საშუალებით: libertycredit.ge ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის სახით.
რა არის „ტოპ|ქარდი“:
„ტოპ|ქარდი“ არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ.
„ტოპ|ქარდი“ გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ - ვებგვერდზე, ლიბერთის ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან.
„ტოპ|ქარდის“ ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე.
„ტოპ|ქარდის“ აღება უფასოა, ამასთან, ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||