გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!

30-06-2024

ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.


მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს ეხმაურება, რომელიც დღეს, კიოლნში გაიმართება და აღნიშნავს, რომ საქართველო დღესაც მოსაგებად მიდის.


„ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!,"- წერს პრემიერ-მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31