გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„m&i-ის ფორუმის საქართველოში გამართვა რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოგვედინა“-მარიამ ქუთათელაძე

5-07-2024

„m&i Tbilisi  2024“ ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს ფორუმის მონაწილე და სასტუმრო ბილტმორ თბილისის წარმომადგენელი მარიამ ქუთათელაძე.


„m&i-ის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის სფეროში. პირველად, რამდენიმე წლის წინ როდესაც ამ ფორუმს ვესწრებოდით არ გვჯეროდა და ვერ წარმოგვედგინა, რომ მალე საქართველო ამ ფორუმის მასპინძელი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისთვის ფორუმის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია,  როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე  ევროპელი სტუმრების მიღების კუთხითაც.   დიდი იმედი მაქვს საქართველო უმასპინძლებს ძალიან ბევრ სტუმარს ევროპიდან“,-განაცხადა მარიამ ქუთათელაძემ. 


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ გაიმართა. 4 დღიანი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები ევროპის ქვეყნებიდან.


ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ  გასცნობოდნენ ინფრასტრუქტურას, ტურისტულ ადგილებს,  შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს საქმიანი ურთიერთობები დამყარების მიზნით, შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031