გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა სამშენებლო კომპანია „არქის“ ფასდაკლების დღეზე: ეს არის ეკონომიკა ინგრევაო? როდის გახსენდებათ ასეთი რიგები ბინის შესაძენად? მე მსგავსი სურათი მიშას „აყვავებულ“ საქართველოში, მხოლოდ ციხის გალავანთან მინახავს

6-07-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სამშენებლო კომპანია „არქის“ დიდი ფასდაკლების დღეზე მისული ხალხის ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს სურათი ასახავს დღევანდელი ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ეკონომიკის ზრდის და ხალხის კეთილდღეობის საწინდარია.


ფოჩხუა აღნიშნავს, რომ მსგავსი სურათი მიშა სააკაშვილის „აყვავებულ“ საქართველოში, მხოლოდ ციხის გალავანთან უნახავს.


„ეს არის ეკონომიკა ინგრევაო? როდის გახსენდებათ ასეთი რიგები ბინის შესაძენად? მე მსგავსი სურათი მხოლოდ მიშას „აყვავებულ“ საქართველოში, ციხის გალავანთან მინახავს. აი ზუსტად ეს სურათი ასახავს დღევანდელი ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, არანაირი ომში ჩართვა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკის ზრდის და ხალხის კეთილდღეობის საწინდარია. სამშენებლო კომპანია „არქის“ წინასწარი გაყიდვების დღე“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930