7-07-2024
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „TV პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც მეგრელიშვილი წერს, პრემიერ - მინისტრი პოლიტიკური „მუხტია " ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს. შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება - ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში“ მომზადება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს და ა.შ. პრემიერ - მინისტრი პოლიტიკური „მუხტია " ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება. ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში" მომზადება - რას მოუყვებით ხალხს?! ეუბნებით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ საჭიროებს რეაგირებას?!
თქვენთვის უსაფრთხოების, ან სინდისის ზღვარი სად გადის?“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||