გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთში აშენებულმა ახალმა გზამ 10 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

8-07-2024

ჩინეთში გაიხსნა 24 კილომეტრის სიგრძის ავტომაგისტრალი, რომელიც ზღვის ქვეშ გაყვანილი გვირაბების და ხიდების ქსელს წარმოადგენს. აღნიშნულმა მაგისტრალმა უკვე 10 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


გზა ქალაქების შენჩჟენსა და ჯუნშანს ერთმანეთთან დააკავშირებს. პირველად მსოფლიოში აქ ზღვის ქვეშ მდებარე გვირაბში საგზაო განშტოებებია გაყვანილი.


გზა ჩქაროსნულ მაგისტრალებს და აეროპორტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობის შემდეგ ამ ორ ქალაქ შორის მგზავრობის დრო 2 საათიდან 30 წთ-მდე შემცირდა.


ახალი მაგისტრალის მშენებლობა 7 წელი გრძელდებოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031