გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ინტერპოლის პრეზიდენტი, რომელიც ჩინეთში დააკავეს, თანამდებობიდან გადადგა

8-10-2018

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს განცხადებით, ორგანიზაციის გაუჩინარებული პრეზიდენტის, მენ ხუნვეისგან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო.


ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის არჩევნები ნოემბრის ბოლოსთვის დაინიშნა, როდესაც დუბაიში ინტერპოლის კონფერენცია გაიმართება.


აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთმა დააადასტურა მენ ხუნვეის დაკავება.


მენ ხუნვეი ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა. გარდა ამისა, ის ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო.


არსებული ინფორმაციით, ის ჩინეთის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს გამოძიების ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებდა.




Ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930