გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი გაათავისუფლეს

8-10-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ გატაცებული რუსი ბიზნესმენი თავისუფალია და ის სამშობლოში უკვე დაბრუნდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 


მაქსიმ იაკოვლევი, რომელსაც ინტერპოლი ეძებს, 20 ივნისს გაიტაცეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 1 თვის შემდეგ გახდა ცნობილი.


როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, ის სამმა პირმა გაიტაცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიზნესმენის ცოლმა წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ მისი ქმრის გათავისუფლების სანაცვლოდ 200 მილიონ რუბლს ითხოვენ.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728